Saturday, April 29, 2017

ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე!

1.პროექტის სახელწოდება: ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე!

2.პროექტის მთავარი იდეა: ჩვენს გარშემო არსებული ძალადობის, როგორც სერიოზული პრობლემის გაცნობა.
3.პროექტის აქტუალურობა: მოსახლეობაში, ძალადობა წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, რომელიც თავს იჩენს სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, ძალადობა მეუღლეებს შორის(ფემიციდი), რომელმაც საგანგაშო სახე მიიღო.

4.პროექტის მიზნები: სკოლასა და თემში არსებული ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მოსწავლეთა ინფორმირება და პრევენციული ზომების გატარება.

5მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი.

6.ვადები ხანგრძლივობა: 30 დღე: საზოგადოებისა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, ძალადობის როგორც ადამიანთა უფლებების დარღვევისა და აღმოფხვრის აუცილებლობა, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ დამოკიდებულება, რომ ყველა ადამინი თანასწორია და ყველას იცავს კანონი.
7.მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი რაც შეიძლება შიქმნას:ფილმი, კითხვარები, გაზეთი და ა.შ.
8.პროექტის რესურსი: მოსწავლეები, რომლებიც შეადგენენ კითხვარს ოჯახურ ძალადობაზე, თემის წარმომადგენელთან შეხვედრა, სამართალ დამცავ მუშაკთან შეხვედრა და აშ.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივოებები): ჯგუფური მუშაობა კლასში, ვიდეო სიუჟეტის შექმნა და ჩვენება ოჯახურ ძალადობაზე, საკონკურსო ნახატების, ესეების შექმნა  (არა ძალადობას)

10.საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი სამოქალაქო განათლება,ისტორია,ქართული ენა

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნინო ბაიდაური

12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ninobaidauri50@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://dzaladobisgarehe.blogspot.com/